„უდინეზე“ ახალი მწვრთნელის მოლოდინშია
„უდინეზე“ ახალი მწვრთნელის მოლოდინშია
„უდინზეს“ მთავარი მწვთნელი, ხორვატი სპეციალისტი იგორ ტუდორი თანამდებობიდან გადააყენეს – იუწყება იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
გუნდის მთავარი მწვრთნელი დროებით ლუკა გოტი იქნება, რომელიც ტუდორის ასისტენტი იყო.
ხორვატი სპეციალისტის გადაყენების მიზეზი იტალიის ჩემპიონატში „უდინეზეს“ ცუდი თამაში გახდა.
გუნდმა 10 მატჩში, მხოლოდ 10 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება.   „ატალანტასა“ და „რომას“ წინააღმდეგ გამართულ ორ უკანასკნელ შეხვედრაში კი „უდინეზემ“ ერთი ბურთი გაიტანა და 11 გაუშვა.
„უდინეზეში“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ, მათ შორის ჯენარო გატუზოსა და მასიმო კარერას.