„ოქროს ბურთის“ მფლობელი ფაბიო კანავარო სერია A-ს გუნდის, „უდინეზეს“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
„ოქროს ბურთის“ მფლობელი ფაბიო კანავარო სერია A-ს გუნდის, „უდინეზეს“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT

2006 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ფაბიო კანავარო სერია A-ს გუნდის, „უდინეზეს“ მთავარი მწვრთნელი გახდება, – ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

50 წლის სპეციალისტი უდინეში დღეს, 22 აპრილს ჩავა და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.

ამ მომენტისთვის „უდინეზე“ იტალიის სერია A-ში 28 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნთა ზონას მხოლოდ ბურთების უკეთესი ბალანსით ასწრებს.

წარმატებული საფეხბურთო კარიერის შემდეგ ფაბიო კანავარომ სამწვრთნელო საქმიანობა 2013 წელს არაბეთის გაერთიანებული საამიროების გუნდში, „ალ აჰლიში“ მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო. მას იტალიის სერია A-ში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, კანავარო სერია B-ს ბინადარ „ბენევენტოს“ წვრთნიდა.