იურგენ კლოპს დე პაულის შეძენა სურს
UDINE, ITALY – JULY 05: Rodrigo De Paul of Udinese Calcio looks on during the Serie A match between Udinese Calcio and Genoa CFC at Stadio Friuli on July 05, 2020 in Udine, Italy. (Photo by Alessandro Sabattini/Getty Images)
„ლივერპული“ მზად არის ჩაერთოს „უდინეზეს“ ნახევარმცველისთვის როდრიგო დე პაულისთვის ბრძოლაში. როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, “წითლების” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ძალიან არის დაინტერესებული 26 წლის არგენტინელის გადაბირებით.
უფრო ადრე, დე პაულის მიმართ ინტერესს გამოთქვამდა „ზენიტი“, რომელიც შემოდგომაზე ნახევარმცველისთვის 30 მილიონ ევროს იხდიდა. „უდინეზეს“ 40 მილიონის მიღება სურდა. გარდა ამისა, თავად დე პაულმა არ მოისურვა რუსეთში გამგზავრება.
დე პაული „უდინეზეში“ „ვალენსიადან“ 2017 წელს სამი მილიონ ევროდ გადავიდა. 2020-21 წლების სეზონში მან სერია A-ში 16 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა. მისი მოქმედი კონტრაქტი იტალურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.