უცნობი დრონის დაფიქსირების გამო ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა დროებით შეჩერებული იყო
უცნობი დრონის დაფიქსირების გამო ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა დროებით შეჩერებული იყო

უცნობი დრონის დაფიქსირების გამო ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

აეროპორტის პრესსპიკერის ინფორმაციით, ავიარეისები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, ადგილობრივი დროით 20:08 საათიდან 21:58 საათამდე შეჩერდა.

ბრანდენბურგის პოლიციის ინფორმაციით, აეროპორტთან დრონი დაახლოებით 20:00 საათზე შენიშნეს. პოლიციამ პილოტის ადგილსამყოფელი ვერ დაადგინა.

როგორც მედია წერს, ბოლო პერიოდში ევროპის დიდი ქალაქების აეროპორტების სიახლოვეს დრონების აღმოჩენა გახშირდა, რამაც უსაფრთხოების რისკები გაზარდა.