უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილისთვის – დოლარი – 2.5563 ლარი, ევრო – 2.7802 ლარი, ფუნტი – 3.1634 ლარი

17:11, 31.03.2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5563 ლარი ეღირება, ევრო – 2.7802 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1634 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5604 ლარი ღირდა, ევრო – 2.7862 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1666 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ აპრილს ამოქმედდება.

მსგავსი