უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აგვისტოსთვის – დოლარი – 2.9718 ლარი, ევრო – 3.3127, ფუნტი – 3.6170
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9718 ლარი ეღირება, ევრო – 3.3127, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6170 ლარი.
დღეს, 31 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9507 ლარი ღირს, ევრო – 3.2889, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5957 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან, პირველი აგვისტოდან შევა ძალაში.