უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 დეკემბრისთვის დოლარი - 2.7753 ლარი, ევრო - 2.9365 ლარი, ფუნტი - 3.5418 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7753 ლარი ეღირება, ევრო – 2.9365 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5418 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8274 ლარი ღირდა, ევრო – 2.9767 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5965 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 7 დეკემბერს ამოქმედდება.