უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 მაისისთვის – დოლარი – 3.0384 ლარი, ევრო – 3.1982 ლარი, ფუნტი – 3.8029 ლარი

17:06, 04.05.2022

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 3.0384 ლარი ეღირება, ევრო – 3.1982 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8029 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0331 ლარი ღირდა, ევრო – 3.1869 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.7950 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 5 მაისისთვის ამოქმედდება.

მსგავსი