უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 ივლისისთვის – დოლარი – 2.6433 ლარი, ევრო – 2.9060 ლარი, ფუნტი – 3.3958 ლარი

17:07, 28.07.2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6433 ლარი ეღირება, ევრო – 2.9060 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3958 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6491 ლარი ღირდა, ევრო – 2.9516 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4348 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 29 ივლისს ამოქმედდება.

მსგავსი