უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 დეკემბრისთვის – დოლარი – 2.8680 ლარი, ევრო – 3.1754 ლარი, ფუნტი – 3.7092 ლარი

17:09, 24.12.2019

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8680 ლარი ეღირება, ევრო – 3.1754 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7092 ლარი.

24 დეკემბრის ოფიციალური კურსით კი, ერთი ამერიკული დოლარი 2.8760 ლარი ღირდა, ევრო – 3.1889 ლარი, ფუნტი – 3.7348 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 25 დეკემბერს შევა ძალაში.

მსგავსი