უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის – დოლარი – 2.6878 ლარი, ევრო – 2.9614 ლარი, ფუნტი – 3.4183 ლარი

17:12, 22.12.2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6878 ლარი ეღირება, ევრო – 2.9614 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4183 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6882 ლარი ღირდა, ევრო – 2.9430 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3952 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23 დეკემბერს ამოქმედდება.

მსგავსი