უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 თებერვლისთვის – დოლარი – 2.6365 ლარი, ევრო – 2.8087 ლარი, ფუნტი – 3.1875 ლარი

17:02, 21.02.2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6365 ლარი ეღირება, ევრო – 2.8087 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1875 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6385 ლარი ღირდა, ევრო – 2.8198 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1736 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 თებერვალს ამოქმედდება.

მსგავსი