უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 დეკემბრისთვის დოლარი - 2.8023 ლარი, ევრო - 2.9416 ლარი, ფუნტი - 3.5598 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8023 ლარი ეღირება, ევრო – 2.9416 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5598 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8117 ლარი ღირდა, ევრო – 2.9483 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5686 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 დეკემბერს ამოქმედდება.