უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 დეკემბრისთვის – დოლარი – 3.2838 ლარი, ევრო – 3.9731 ლარი, ფუნტი – 4.3694 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2838 ლარი ეღირება, ევრო – 3.9731 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3694 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2812 ლარი ღირდა, ევრო – 3.9781 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.4129 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 11 დეკემბერს ამოქმედდება.