უცხოური მედიის ინფორმაციით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დაცვა გაძლიერდა
უცხოური მედიის ინფორმაციით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დაცვა გაძლიერდა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დაცვა გაძლიერდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სხვადახვა საერთაშორისო გამოცემის ინფორმაციით, პრემიერის დაცვა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მის ირგვლივ უცხო პირი შეამჩნიეს. ვარაუდობენ, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მზადდება.

საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა მარკ რუტეს შეკითხვა დაუსვეს.

„უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხები არასდროს არის საჯარო განხილვის საგანი“, – განუცხადა ჟურნალისტებს​ რუტემ.

ნიდერლანდების პრემიერი ცნობილია იმით, რომ სამსახურში ძირითადად ველოსიპედით დაცვის გარეშე გადაადგილდება.