უცხოური მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის დასრულების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, რომელთაგან ერთ-ერთი ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებაა
უცხოური მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის დასრულების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, რომელთაგან ერთ-ერთი ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებაა

ტრამპის ადმინისტრაცია, ომის დასრულების პოტენციური შეთანხმების ფარგლებში, ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ უკრაინული მედია გამოცემა Semafor-ზე დაყრდნობით წერს.

მედიასაშუალების წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ომის დასრულების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, რომელთაგან ერთ-ერთი ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებაა. ამერიკული მხარე არ გამორიცხავს, გაერო-სადმი მიმართვას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მოწოდებით.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და ეს მხოლოდ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.

Semafor-ი 2022 წელს BuzzFeed News-ის ყოფილი მთავარი რედაქტორის და The New York Times-ის მიმომხილველის, ბენ სმიტის და Bloomberg-ის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ დაფუძნებული მედიაპროექტია.