უცხოური მედიის ცნობით, სტივ უიტკოფი და მარკო რუბიო მიმდინარე კვირაში უკრაინის, ირანის და სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის პარიზში გაემგზავრებიან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში მოლაპარაკებებისთვის პარიზში გაემგზავრებიან.
ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, სტივ უიტკოფი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება, ხოლო მარკო რუბიო – თავის კოლეგას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს. წყაროების ცნობით, შეხვედრებზე მხარეები უკრაინის, ირანისა და სავაჭრო საკითხებს განიხილავენ.