უცხოური მედია – რუსული გაზის ევროკავშირში მიწოდება მინიმუმამდე შემცირდა
რუსული გაზის ევროკავშირში მიწოდება მინიმუმამდე შემცირდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
2025 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში რუსეთიდან ევროკავშირში 10.458 მილიარდი კუბური მეტრი აირი შევიდა, რაც 1980 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მაშინ საბჭოთა კავშირმა დასავლეთ ევროპას წლის განმავლობაში 50 მილიარდი კუბური მეტრი აირი მიაწოდა, რის შემდეგაც გაზის იმპორტის მოცულობამ მკვეთრი ზრდა დაიწყო.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ერთ კვარტალში 10 მილიარდი კუბური მეტრი აირის იმპორტი ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2025 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირში გაზის იმპორტი ძირითადად ნორვეგიიდან და აშშ-დან განხორციელდა.