უცხოური მედია – რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, თუმცა არა კრიტიკულად მძიმე

18:55, 28.02.2025

რომის პაპის, ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად კრიტიკული აღარ არის, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, თუმცა არა – კრიტიკულად მძიმე.

შეგახსენებთ, რომის პაპი სუნთქვის გართულებით საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს. მას ფილტვების ანთება აქვს.

პონტიფიკოსი საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.

მსგავსი