უცხოური მედია მინსკში პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ იუწყება
უცხოური მედია მინსკში პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ იუწყება

მინსკში, პუშკინის მეტროსთან პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ბელარუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აქციების დროს დაღუპული დემონსტრანტის, ალექსანდ ტარაიკოვსკის იმპროვიზირებულ მემორიალთან იყვნენ შეკრებილი.

ამასთან, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში არ მუშაობს რამდენიმე მეტროსადგური და მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება ინტერნეტი.