უცხოური მედია - იორდანიაში აფეთქების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა
უცხოური მედია - იორდანიაში აფეთქების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

იორდანიაში აფეთქების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ამის შესახებ იორდანიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით „სიენენი“ წერს.

მედიის ცნობით, იორდანიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ირბიდში აფეთქების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს შენობაც, რომელიც ინციდენტის დროს დაზიანდა.

იორდანიის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს.