უცხოური მედია - ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალი თავდაცვითი ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის მოცულობაც 150 მილიარდი ევროა და მისი მიზანია ევროპული თავდაცვის განმტკიცება
უცხოური მედია - ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალი თავდაცვითი ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის მოცულობაც 150 მილიარდი ევროა და მისი მიზანია ევროპული თავდაცვის განმტკიცება

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალი თავდაცვითი ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის მოცულობაც 150 მილიარდი ევროა და მისი მიზანია ევროპული თავდაცვის განმტკიცება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ და „ფაინენშალ თაიმსი“ აქვეყნებენ.

როგორც „როიტერს“ ევროკავშირის დიპლომატმა უთხრა, ფონდი, რომლის შექმნის ინიციატივითაც ევროკომისია წელს მარტში გამოვიდა, შეივსება ერთობლივი სესხებით და თანხებს გადასცემს მხოლოდ ევროკავშირის წევრებს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, მათ შორის, უკრაინას. ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაიხარჯება სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ევროპული სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე.

ბრიუსელისგან მიღებული კრედიტების გადარიცხვა შეიარაღების სისტემების შესაძენად შესაძლებელი იქნება ერთობლივი შესყიდვის გზით, რაც მიზნად ისახავს ევროპის გადაიარაღებას.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ფონდის შექმნის შესახებ პოლიტიკური შეთანხმება 19 მაისს იყო მიღწეული. ოფიციალურად გადაწყვეტილება 21 მაისს გამოცხადდება.