უცხოური მედია აშშ-ში ინციდენტამდე ქეროლაინ ლევიტის სიტყვებს ავრცელებს – „დღევანდელი გამოსვლა იქნება კლასიკური დონალდ ჯ. ტრამპის, სასაცილო, გასართობი, ამაღამ რამდენიმე გასროლა იქნება“
უცხოური მედიის ცნობით, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე სროლამდე რამდენიმე წუთით ადრე პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა თქვა, რომ ღონისძიებაზე „რამდენიმე გასროლა“ იქნებოდა.
ინციდენტამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟურნალისტებს ხუმრობით განუცხადა, რომ ტრამპი, რომელიც ხალხს მიმართავდა, „მზად იყო მოქმედებისთვის“.
„გეტყვით, რომ დღევანდელი გამოსვლა იქნება კლასიკური დონალდ ჯ. ტრამპის. სასაცილო, გასართობი იქნება. ამაღამ რამდენიმე გასროლა იქნება. ყველამ უნდა უყუროს. ეს მართლაც შესანიშნავი იქნება“, – თქვა ქეროლაინ ლევიტმა.
ჟარგონული და იუმორისტული გადატანითი მნიშვნელობით, shots fired გამოიყენება მას შემდეგ, რაც ადამიანმა მკვეთრი ან შეურაცხმყოფელი პასუხი გასცა ვინმეს, ან გააკეთა რაიმე შეურაცხმყოფელი ან საკამათო.
შეგახსენებთ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.
🚨 JUST NOW: Karoline Leavitt calls on everyone to watch tonight because Donald Trump will bring the heat and there will be “shots fired”
LET’S FREAKING GO 🔥 pic.twitter.com/GMkccJ7qvw
— MAGA Voice (@MAGAVoice) April 25, 2026