უცხოური მედია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დროს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ მონაცემებს ავრცელებს

19:23, 30.03.2026

„სქაინიუსი“ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე დაღუპული ადამიანების შესახებ განახლებულ მონაცემებს ავრცელებს. გამოცემა ირანის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ კონფლიქტს, სულ მცირე, ირანის 1 900-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა.

განსხვავებული მონაცემები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ ირანის ადამიანის უფლებათა სააგენტო HRANA-ს, რომლის მიხედვითაც, დაღუპულა რაოდენობა, სულ მცირე, 3 486-ია. მათგან, სულ მცირე, 1 568 მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის, 236 ბავშვი. დაღუპულთა შორისაა 1 211 სამხედრო მოსამსახურე.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში იერიშებს 19 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება ლიბანს, ქვეყანაში, სულ მცირე, 1 200 ადამიანი დაიღუპა და მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.

რაც შეეხება აშშ-ის მოქალაქეებს, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ახლო აღმოსავლეთში არსებულ სამხედრო ბაზებზე აშშ-ის ცამეტი მოქალაქე დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

მსგავსი