უცხოური გამოცემა | გიორგი მიქაუტაძის დამატება „ვესტ ჰემს“ სურს #1TVSPORT
„ლიონის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, შესაძლოა, საფრანგეთიდან ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს – ინფორმაციას გამოცემა Fichajes-ი ავრცელებს.
„ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც „ლიონში“ „მეციდან“ გადავიდა, შესაძლოა, ფრანგულ კლუბში ბოლო თვეებს ატარებს. 24 წლის თავდამსხმელი თითქმის 20 მილიონ ევროდ შეიძინეს იმ მოლოდინით, რომ შეტევაში მთავარი ფიგურა გახდებოდა, მაგრამ „ლიონში“ არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, არ არის გამორიცხული პრემიერლიგის „ვესტ ჰემში“ გადავიდეს.
სეზონი იოლი არ არის არც მიქაუტაძისთვის და არც „ლიონისთვის“. ფრანგული კლუბი კრიტიკულ ვითარებაშია როგორც სპორტული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, ქართველის წასვლა ფრანგული კლუბისთვის შეიძლება ბიუჯეტი დაბალანსების შესაძლებლობა გახდეს.
„ვესტ ჰემი“ ყურადღებით აკვირდება „ლიონში“ განვითარებულ მოვლენებს. ინგლისურ კლუბს ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი ნიჭის მქონე თავდამსხმელით სურს შეტევის გაძლიერება. მიქაუტაძეს გუნდი საინტერესო მოთამაშედ მიიჩნევს.
„ლიონის“ ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება დააჩქაროს მოლაპარაკებები და მიქაუტაძეს კარიერის ინგლისში გაგრძელების შესაძლებლობა მიეცეს. „ვესტ ჰემი“, რომელსაც შემადგენლობის „სიღრმე“ სჭირდება, როგორც ჩანს, მზად არის ქართველ თავდამსხმელს ბრიტანულ ფეხბურთში ახალი შესაძლებლობა მისცეს“, – წერს გამოცემა.