უცხოური ენების გამოცდების შედეგები დღეს 12:00 საათზე გამოქვეყნდება
უცხოური ენების გამოცდების შედეგები დღეს 12:00 საათზე გამოქვეყნდება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხოური ენების გამოცდების შედეგები დღეს 12:00 საათზე გამოქვეყნდება.

აბიტურიენტებს შედეგების ნახვა online.naec.ge-ზე ან მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნითაც შეუძლიათ. აბიტურიენტმა შედეგის გასაგებად ნომერზე 93333 საკუთარი საგამოცდო საიდენთიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.