უცხოეთში ქართული ბარათებით გადახდებმა წელს მილიარდ ლარს გადააჭარბა
უცხოეთში ქართული ბარათებით გადახდებმა წელს მილიარდ ლარს გადააჭარბა

უცხოეთში ქართული ბარათებით გადახდებმა წელს მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში გამოშვებული ბარათებით უცხოეთში განხორციელებული ოპერაციების მოცულობამ 1.097 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 30 პროცენტით მეტია 2017 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე.

სტატისტიკაში ასახულია ბანკომატების, პოს-ტერმინალებისა და ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების მონაცემები.

აგვისტოს თვეში გადახდების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 154.794 მილიონი ლარი. ეს წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 18.7 პროცენტით მეტია.

აგვისტოში საქართველოში გამოშვებული ბარათებით უცხოეთში სულ 944 492 ოპერაცია განხორციელდა.