უცხოეთში მოთამაშე სამი ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

21:39, 06.03.2018

გასული უქმეები უცხოეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. სამი მათგანი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

ვაკო გვილია, 23 წლის ქართველი ნახევარმცველი შვეიცარიის სუპერლიგის 24-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად ორმა გამოცემამ დაასახელა – “ბლიკ შპორტმა” და ”ლუცერნცაიტინგმა”.

ბოლო ცნობებით, პოლონეთის ექსტრაკლასას 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების წევრი ლაშა დვალიც დაასახელეს: “პოგონის” 22 წლის მცველმა გასვლაზე ნიკა კაჭარავას კიელცესკორონასთან” შეხვედრა (რომელიც 0:0 დასრულდა) უშეცდომოდ ჩაატარა და და სიმბოლურში ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი “პოგონში” სისტემატურად თამაშობს და მშვენიერ ფორმაშია.

საბა კვირკველია კი რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში პოპულარულმა გამოცემა ”სპორტ-ექსპრესმა” დაასახელა. საქართველოს ნაკრების მცველის გუნდმა, ”ლოკომოტივმა” მოსკოვურ დერბიში ”სპარტაკს” უმასპინძლა და 0:0 ითამაშა.

კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის თავდამსხმელებს გასაქანი არ მისცა. კვირკველიას ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა უკვე არავის უკვირს – 21-ე ტურში ქართველი სიმბოლურში მე-8 მოხვდა, ერთხელ კი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

“ლოკომოტივი” რუსეთის პრემიერლიგის ლიდერი და ჩემპიონობის მოპოვების ყველაზე რეალური კანდიდატია.

მსგავსი