უცხოეთში დათვლილი უბნებიდან ხუთი სალომე ზურაბიშვილმა, ორი კი, გრიგოლ ვაშაძემ მოიგო
უცხოეთში დათვლილი უბნებიდან ხუთი სალომე ზურაბიშვილმა, ორი კი, გრიგოლ ვაშაძემ მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე, ამ დროისთვის, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უცხოეთში გახსნილი 7 საარჩევნო უბნის შედეგებია გამოქვეყნებული.

ოქმების მიხედვით, ხუთი უბანი სალომე ზურაბიშვილმა, ორი კი – გრიგოლ ვაშაძემ მოიგო. ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს ბაქოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

ავღანეთი, მე-2 უბანი – სალომე ზურაბიშვილი 63 ხმა, გრიგოლ ვაშაძე 45.
ერევანი, 42-ე უბანი – სალომე ზურაბიშვილი 24 ხმა, გრიგოლ ვაშაძე 11 ხმა.
ბაქო, მე-5 უბანი – გრიგოლ ვაშაძე 36 ხმა, სალომე ზურაბიშვილი 12 ხმა.
ბაქო, მე-6 უბანი – გრიგოლ ვაშაძე 17 ხმა, სალომე ზურაბიშვილი 14 ხმა.
ტაშკენტი, 43-ე უბანი – სალომე ზურაბიშვილი 13 ხმა, გრიგოლ ვაშაძე 5 ხმა.
ასტანა, 49-ე უბანი – სალომე ზურაბიშვილი 11 ხმა, გრიგოლ ვაშაძე 6 ხმა.
პეკინი, 56-ე უბანი – სალომე ზურაბიშვილი 6 ხმა, გრიგოლ ვაშაძე 4 ხმა.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ, 39 სახელმწიფოში 56 საარჩევნო უბანი მუშაობდა.