უცხოელების მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო სუბიექტებმა საქართველოს ბიუჯეტში შარშან 945 მილიონი შეიტანეს
უცხოელების მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო სუბიექტებმა საქართველოს ბიუჯეტში შარშან 945 მილიონი შეიტანეს

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით შეტანილი თანხის მოცულობა მზარდია. ასეთია მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მონაცემები.

შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ოდენობამ 2015 წელს 719.6 მილიონი ლარი შეადგინა, 2016 წელს – 820.4 მილიონი ლარი, 2017 წელს – 827.5 მილიონი ლარი, 2018 წელს კი 945.1 მილიონი ლარი.

ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ დაფუძნებული აქტიური სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელ სუბიექტთა რაოდენობა 2018 წელს 17 122 იყო.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების უმრავლესობა თბილისშია რეგისტრირებული.