უცხოელ სტუდენტებს სწავლის დასრულების შემდეგ დიდ ბრიტანეთში კიდევ ორი წლით დარჩენის უფლება ექნებათ
უცხოელ სტუდენტებს სწავლის დასრულების შემდეგ დიდ ბრიტანეთში კიდევ ორი წლით დარჩენის უფლება ექნებათ

დიდ ბრიტანეთში სწავლის დასრულების შემდეგ უცხოელ სტუდენტებს ქვეყანაში კიდევ ორი წლით დარჩენის უფლება ექნებათ. „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო.

დღეს მოქმედი რეგულაციის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, სწავლის დასრულების შემდეგ სამსახურის საძებნელად მხოლოდ ოთხი თვე აქვთ გამოყოფილია. აღნიშნული  კანონი იმ დროს შემოიღეს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტერეზა მეი იკავებდა.

მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდ ბრიტანეთში ტექნოლოგიურ, საინჟინრო და მათემატიკის მეცნიერებების შემსწავლელ ფაკულტეტებზე ჩარიცხული ასპირანტების ნახევარზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ახალი წესებით, კურსდამთავრებულებს ექნებათ უფლება, ქვეყანაში დარჩნენ ორი წელი და მოძებნონ სამსახური. ამისთვის მათ უნდა წარადგინონ სანდო ბრიტანული უნივერსიტეტის დიპლომი.

დიდ ბრიტანეთში ამჟამად სულ 450 ათასი უცხოელი სტუდენტი ცხოვრობს.