უცხო ქვეყნის მოქალაქის ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
უცხო ქვეყნის მოქალაქის ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, წარსულში ქურდობისა და ძალადობისთვის ნასამართლევი პირები – 1995 წელს დაბადებული ჯ. გ. და 1997 წელს დაბადებული ო.ა. დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ირანის მოქალაქეს – 1987 წელს დაბადებულ ი.ა.-ს ფული, მობილური ტელეფონი, პასპორტი და სახლის გასაღები წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დანაშაულის ჩამდენი პირების, ასევე ფაქტის თვითმხილველი ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული დანაშაული დაფარა, შემთხვევიდან მოკლე დროში დავადგინეთ და დავაკავეთ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.