უჩა სოსიაშვილმა „სამგურალი“ ჩაიბარა
უჩა სოსიაშვილმა „სამგურალი“ ჩაიბარა
უჩა სოსიაშვილი „სამგურალს“ უხელმძღვანელებს – ინფორმაციას წყალტუბოს გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
 
„სამგურალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი პრო-ლიცენზიის მფლობელია. მან კონტრაქტი 2 წლითა და 4 თვით გააფორმა. უჩა სოსიაშვილი წყალტუბოს კლუბში მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ახალი მთავარი მწვრთნელის გულშემატკივრებთან შეხვედრა და მასმედიისთვის წარდგენა იგეგმება.
„მადლობა გუნდის პრეზიდენტს, ხელმძღვანელობას და იმ ადამიანებს, რომლებმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე არჩევანი ჩემს კანდიდატურაზე გააკეთეს. გუნდის მიზანი განვითარება და წინსვლაა – როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით, განვითარების კარგი გეგმა აქვს კლუბსაც, რომელიც ახლა მე-3 ლიგაში გამოდის. სამივე მიმართულებით კარგი პროექტებია, რომლებიც უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად განხორციელდება“, – ამბობს უჩა სოსიაშვილმა.
ახალგაზრდული ასაკის (30 წლის) მიუხედავად, უჩა სოსიაშვილს საკმაოდ მდიდარი სამწვრთნელო კარიერა აქვს: მუშაობა თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში დაიწყო და „ავაზა-ტორპედოში“ გააგრძელა. 2 წელი იმუშავა საქართველოს ქალთა ნაკრებში. 2013 წლის ივლისში „სამტრედიის“ მწვრთნელად დაინიშნა. იმავე წელს თბილისის „დინამო2“-ში გადავიდა და პირველი ლიგის „ა“ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. 2014 წელს, 25 წლის ასაკში, გორის „დილას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა – მისი ხელმძღვანელობით, 2015 წელს კლუბმა საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოიპოვა. 2016 წელს მისი ხელმძღვანელობით „დილამ“ მე-3 ადილი დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.
2018 წელს უჩა სოსიაშვილი „სამტრედიას“ ავარჯიშებდა, ბოლოს კი რუსთავის „რუსთავს“ წვრთნიდა და გუნდს ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.