უჩა ნანუაშვილი - თეა წულუკიანის განცხადებები უკავშირდება იმას, რომ სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ და სისტემურ დარღვევებზე
უჩა ნანუაშვილი - თეა წულუკიანის განცხადებები  უკავშირდება იმას, რომ სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ და სისტემურ დარღვევებზე

პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს მსგავსი განცხადებები და სამწუხაროდ, ამაზე ქვეყანა პასუხს ალბათ მიიღებს, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თეა წულუკიანის კრიტიკას მისი მისამართით.

“ ეს არ არის პირველი განცხადება, მანამდეც მოგვისმენია ქალბატონი მინისტრისგან სხვადასხვა განცხადებები. მე მოკლედ გავცემ პასუხს, – მსგავსი განცხადებები პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში. პირადული ნამდვილად არაფერი. ეს ალბათ უკავშირდება იმ კონკრეტულ დარღვევებს, რომელზეც სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ამახვილებდა ყურადღებას. ასევე, უკავშირდება იმას, რომ სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ და სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელსაც ქალბატონი წარმოადგენს”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველის ე.წ.  ციანდის საქმის ანგარიშის კომენტირებისას აღნიშნა, რომ “უჩა ნანაუშვილი არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოს ისტორიაში”.