უჩა ნანუაშვილი - სასამართლოს ვურჩევდი, წაიკითხოს კანონი სახალხო დამცველის შესახებ
უჩა ნანუაშვილი - სასამართლოს ვურჩევდი, წაიკითხოს კანონი სახალხო დამცველის შესახებ

სასამართლოს ვურჩევდი, წაიკითხოს კანონი სახალხო დამცველის შესახებ, – ასე პასუხობს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებას, რომელიც ე.წ ციანიდის საქმეზე ომბუდსმენის ანგარიშს ეხება.

„ვფიქრობ, საზოგადოება ნათლად ხედავს თუ რას ეყრდნობა სახალხო დამცველი, როცა გარკვეულ შეფასებას აკეთებს. სასამართლოს ვურჩევდი სახალხო დამცველის შესახებ კანონი წაიკითხოს. სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე, ერთ-ერთი უფლებაა და სასამართლო პროცესებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბარი სახალხო დამცველს არ ეკრძალება. ეს არც სახალხო დამცველის კომპეტენციიდან გამოსვლა არ არის, რაზეც სასამართლო მიუთითებს. მე მათ ვთხოვ სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონს კარგად გაეცნონ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის პროცესუალურ ხარვეზებზე ანგარიში გამოაქვეყნა. ამ საკითხთან დაკავშირებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ უჩა ნანუაშვილი გააკრიტიკა.