უამინდობის მიუხედავად, ქუთაისის აეროპორტიდან პარიზისა და სალონიკის მიმართულებით რეისები შესრულდა
უამინდობის მიუხედავად, ქუთაისის აეროპორტიდან პარიზისა და სალონიკის მიმართულებით რეისები შესრულდა

უამინდობის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი​დან ქუთაისი-პარიზისა და ქუთაისი-სალონიკის მიმართულებით რეისები უკვე შესრულდა. რაც შეეხება ქუთაისი-ბუდაპეშტის რეისს, ის 14:00 საათზე შესრულდება.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მადლობას უხდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებს და ავიაკომპანია Wizz air-ს ფორსმაჟორულ ვითარებაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

რაც შეეხება ბარგს, ის მთლიანად გადმოტვირთეს და მათ ადრესატები საკუთარ მისამართებზე მიიღებენ“, – აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.

ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ორი დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს.