უამინდობის გამო, თბილისი-სტამბოლის რეისის თვითმფრინავი ანტალიაში დაეშვა 

16:35, 28.01.2019

ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-სტამბოლის რეისს ასრულებდა, საბიჰა გოქჩენის აეროპორტში უამინდობის გამო ვერ დაეშვა. შესაბამისად, თვითმფრინავმა მიმართულება შეიცვალა და ანტალიის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

არსებული ინფორმაციით, მგზავრები სტამბოლში ჩასვლას რამდენიმე საათის დაგვიანებით შეძლებენ.

მსგავსი