უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.

უწყების ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

„ზვავსაშიშროების გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ43-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა.

„ზვავსაშიშროების ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ამასთან, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია.

„თოვის, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.