უამინდობის გამო, გუდაურში მხოლოდ ერთი საბაგირო მუშაობს
უამინდობის გამო, გუდაურში მხოლოდ ერთი საბაგირო მუშაობს

ძლიერი ქარის გამო, ამ დრომდე გუდაურში პირველი საბაგიროს გარდა, ყველა  გამორთულია.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, საბაგიროების გათიშვის გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს, რადგან გუდაურში ძლიერი ქარბუქია.

მათივე ცნობით, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში, საბაგიროები დღესვე ჩაირთვება.

კურორტი გუდაური დილით სრულად დაიკეტა. ჩაიშალა ფრისტაილში საქართველოს თასის ეტაპი.