უამინდობის გამო, გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვებია
უამინდობის გამო, გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვებია

ძლიერი თოვისა და ყინვის გამო, გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვებია. როგორც პირველ არხს
თელავის საგზაო სამმართველოში განუცხადეს, გომბორის საავტომობილო გზაზე დილიდან ინტენსიურად თოვს და ნალექს თან ახლავს ძლიერი ყინვა.

„გამთენიისას დავიწყეთ მუშაობა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის გაწმენდის პარალელურად, მთელ პერიმეტრზე ვყრით მარილს. თუმცა, გარკვეული მონაკვეთები გაყინულია და შეზღუდვები დავაწესეთ. გომბორის საავტომობილო გზაზე ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობისა და სპეციალური ჯაჭვების მქონე ავტომობილების მოძრაობა“, – განაცხადა საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა, თამაზ აბდულაშვილმა.