უამინდობის გამო, ჩხაკაურა-ბახმაროს მონაკვეთზე, ასევე ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
უამინდობის გამო, ჩხაკაურა-ბახმაროს მონაკვეთზე, ასევე ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34კმ-53კმ (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თოვლისა და ლიპყინულის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ასევე ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 14კმ-32კმ მონაკვეთზე

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.