უამინდობა საქართველოში მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება

11:44, 30.03.2019

უამინდობა საქართველოში მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება

დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი, მთაში +6, +11, მაღალ მთაში კი, +4, +9 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი, მთაში +7, +12 , მაღალ მთაში კი -2, +3 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ჰაერი დღეს +11 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება მომდევნო დღეების პროგნოზს, ხვალ დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ძლიერი ქარი იქროლებს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე 20-25 მეტრი/წამში. დღის განმავლობაში ჰაერი შიდა რაიონებში +15, +20 გრადუსის ფარგლებში გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მცირე თოვლჭყაპი და ნისლი, მაღალ მთაში ქარბუქი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წამში, გორი – სურამის მონაკვეთზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ხვალ თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, დროგამოშვებით მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საქართველოში მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. 3 აპრილიდან კი, შედარებით გამოიდარებს.

მსგავსი