უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე სპეცრეისი განხორციელდება, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან

11:03, 28.04.2020

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე სპეცრეისი განხორციელდება, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

30 აპრილი – მადრიდი-თბილისი
2 მაისი – პრაღა-თბილისი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი​

საგარეო უწყების ბოლო მონაცემებით, უცხოეთში მყოფ საქართველოს 15 393 მოქალაქეს დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 7 988 ადამიანი.

მსგავსი