ლას ვეგასში სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის მონაწილეთა აწონვის ცერემონია გაიმართა. ამ შეხვედრაში ერთმანეთს ტიტულის მფლობელი, ამერიკელი დეონტეი უაილდერი და კუბელი ლუის ორტისი დაუპირისპირდებიან.
უაილდერი თითქმის რვა კილოგრამით მჩატე აღმოჩნდა ორტისზე – 99.6 კილოგრამი 107.3-ის წინააღმდეგ. ასე რომ, ორივე ჩაეტია წონაში – 90.7 კილოგრამზე მეტი.
შეგახსენებთ, რომ უაილდერისა და ორტისის ბრძოლა ლას ვეგასში, MGM Grand-ის არენაზე 24 ნოემბერს, თბილისის დროით დილის 6 საათზე გაიმართება.