U21 | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიასთან მატჩისთვის ემზადება - გუნდი „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს #1TVSPORT
U21 | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიასთან მატჩისთვის ემზადება - გუნდი „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 20 ივნისს „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს, მანამდე კი მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე პრესკონფერენციას გამართავს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგეგმილია პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში და სტუმართა მთავარი მწვრთნელის, რუი ჟორჟეს პრესკონფერენცია.

20 ივნისის განრიგი

17:30 | რუი ჟორჟეს პრესკონფერენცია

18:00 | პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში

19:00 | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია

19:30 | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში

ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის 21 ივნისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.

ამ შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეები – გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“ დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო მოსკოვი“, რუსეთი) და ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი). ისინი ახალგაზრდულ გუნდს 21 ივნისს შეუერთდებიან.

უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.

მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე („დინამო თბილისი“), ნოდარ ყალიჩავა („სამგურალი“).

მცველები: ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა (სამივე – „საბურთალო“), სანდრო კალანდაძე, საბა ხვადაგიანი (ორივე – „დინამო თბილისი“), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“ დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), საბა საზონოვი („დინამო მოსკოვი“, რუსეთი).

ნახევარმცველები: გაბრიელ სიგუა, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი (სამივე – „დინამო თბილისი“), ნიკა ხორხელი, ნოდარ ლომინაძე (ორივე – „სამგურალი“), ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო“), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა გაგნიძე („დილა“ გორი), ლუკა გაგნიძე („დინამო მოსკოვი“, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა („რეალ უნიონი“, ესპანეთი)

U21 | მატჩების განრიგი

21 ივნისი, 20:00 | საქართველო – პორტუგალია

24 ივნისი, 20:00 | საქართველო – ბელგია

27 ივნისი, 20:00 | საქართველო – ნიდერლანდები