U21 | საფრანგეთმა ნორვეგიის ნაკრები დაამარცხა #1TVSPORT
U21 | საფრანგეთმა ნორვეგიის ნაკრები დაამარცხა #1TVSPORT

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე მეორე ტურის ბოლო მატჩი დასრულდა. საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნორვეგიელი თანატოლები დაამარცხა და ზედიზედ ორი გამარჯვებით (ექვსი ქულა) ჯგუფის ლიდერია.

ამავე ჯგუფში იტალიისა და შვეიცარიის ახალგაზრდულ გუნდებს სამ-სამი ქულა აქვთ, ნორვეგიას – ნული.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ. ტურნირის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ გთავაზობთ.