U21 | პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი - საქართველოსთან წაგება ჩვენი ბრალია #1TVSPORT
U21 | პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი - საქართველოსთან წაგება ჩვენი ბრალია #1TVSPORT

პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა, „ბენფიკას“ ნახევარმცველმა, ტიაგო დანტაშმა ევრო 2023-ის სტარტზე საქართველოსთან მარცხი (0:2) უფრო მეტად მისი გუნდის შეცდომებით ახსნა, ვიდრე მეტოქის კარგი თამაშით.

„საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს დამარცხება უფრო ჩვენი ბრალია, ასეთი დონის ტურნირზე მეტი აგრესია გვჭირდება. უნდა დავფიქრდეთ, რაც მოხდა, შეცდომები გავითვალისწინოთ და მომდევნო თამაშების მოგებაზე ვიფიქროთ, რომ მეოთხედფინალში გავიდეთ.

მარცხის მიუხედავად, საკუთარი ძალების უნდა ვირწმუნოთ. მხოლოდ დადებითი ენერგიითა და კონცენტრირებით შეგვიძლია ჯგუფური ეტაპის დაძლევა.

ამგვარ ტურნირებში პირველი თამაში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლით. მეტად უნდა მოვინდომოთ და დარჩენილი თამაშები მოვიგოთ“, – განაცხადა პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა.