U21 I ისრაელის ნაკრების შემადგენლობა საქართველოში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია #1TVSPORT
ცნობილია ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის. მთავარი მწვრთნელი გაი ლუზონი საქართველოში გამგზავრებამდე შეკრებას 24 ფეხბურთელით გაივლის.
ისრაელის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში იმყოფება და თავის შეხვედრებს ქუთაისსა და ბათუმში ჩაატარებს.
ისრაელის U21 საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ომერ ნირონი („ბნეი იეჰუდა“), ტომერ ტზარფატი („მაკაბი ნეთანია“), შარიფ კაიუფი („მაკაბი ჰაიფა“).
მცველები: გილ კოენი („აშდოდი“), სტავ ლემკინი („აპოელ თელ ავივი“), ორ ბლორიანი („აპოელი ბირ შევა“), ნოამ მალმუდი („აპოელი იერუსალიმი“), ოფირ ბენბენიშტი („შმონა“), როი რევივო („აპოელი იერუსალიმი“), როი ჰერმანი („ბოტევ პლოვდივი“), კარემ ჯაბერი („მაკაბი ნეტანია“), როი ელიმელეხი („აპოელი აფულა“).
ნახევარმცველები: ეთან აზული („მაკაბი ნეთანია“), ელ იამ კანჩეპოლსკი („აპოელი თელ ავივი“), იუვალ სადე („მაკაბი ნეთანია“), იოავ ჰოფმაისტერი („შმონა“), იდო შაარი („აპოლონ ლიმასოლი“), არად ბარი („მაკაბი პეკა ტიკვა“), ილაი ჰაჯაი („აპოელი აფულა“), ოზ ბილუ („მაკაბი ნეთანია“).
თავდამსხმელები: ჰიშამ ლაიუსი („აპოელი თელ ავივი“), იტაი ბუგანიმი („აპოელი ჰაიფა“), ოშერ დავიდა („სტანდარტი ლიეჟი“), დორ ტურგემანი („მაკაბი თელ ავივი“).
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ისრაელის ნაკრები სადებიუტო შეხვედრას 22 ივნისს ქუთაისში გერმანიასთან გამართავს, 25 ივნისს ისევ ქუთაისში ინგლისს შეხვდება, ხოლო 28 ივნისს ბათუმში – ჩეხეთს. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში ისრაელი კვლავ საქართველოში ითამაშებს.