U21 I ევროპის ჩემპიონატის ფინალზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია #1TVSPORT
U21 I ევროპის ჩემპიონატის ფინალზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია #1TVSPORT

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ დაპირისპირებაზე, რომელიც „ბათუმი არენაზე“ გაიმართება და ინგლისი ესპანეთს შეხვდება, ყველა ბილეთი გაყიდულია, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ევრო 2023-ის ფინალისტები 5 ივლისს გაირკვა. „ბათუმი არენაზე“ ინგლისის ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდა, რომელმაც მეოთხედფინალში საქართველო პენალტების სერიაში დაამარცხა. ამჯერად ისრაელმა ვერაფერი გააწყო და 0:3 დამარცხდა.

ბუქარესტში გამართულ მეორე ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრები უკრაინას შეხვდა და მეტოქე კიდევ უფრო დამაჯერებლად დაამარცხა – 5:1. ამ გუნდები ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშეს და ქულები გაინაწილეს – 2:2.

ევრო 2023-ის ფინალური მატჩი „ბათუმი არენაზე“ 8 ივლისს გაიმართება. ტიტულისთვის გადამწყვეტი შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.