U21 I გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა - ანტონიო დი სალვოს საქართველოში პირველი გუნდის სამი ფეხბურთელი მოჰყავს #1TVSPORT
გერმანიის U21 საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო დი სალვომ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული, 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში იმყოფება და თავის შეხვედრებს ქუთაისსა და ბათუმში ჩაატარებს.
დი სალვომ ახალგაზრდულ გუნდში გერმანიის პირველი ნაკრების სამი ფეხბურთელიც გამოიძახა – იუსუფა მუკოკო („დორტმუნდი“), კევინ შადე („ბრენტფორდი“) და იოშა ფაგნომანი („შტუტგარტი“). „ბუნდესნაკრები“ საქართველოში გამგზავრებამდე შეკრებას იტალიაში გაივლის, 14 ივნისს კი მთავარი მწვრთნელი საბოლოო, 23-კაციან განაცხადს გამოაქვეყნებს.
გერმანიის U21 საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა:
მეკარები: ნიკო მანტლი („ოლბორგი“), ნოა ატუბოლუ („ფრაიბურგი“), კრისტიან ფრიუხტლი („აუსტრია“).
მცველები: მაქსიმილიან ბაუერი („აუგსბურგი“), ჰენინგ მატრიციანი („შალკე 04“) ჯორდან ბაიერი („ბარნლი“), იან აურელ ბისეკი („ორჰუსი“), კილიან ფიშერი („ვოლფსბურგი“), მარტონ დარდაი („ჰერტა“), კენეტ შმიდტი („ფრაიბურგი“), ჯოშა ფაგნომანი („შტუტგარტი“), ლუკა ნეტცი („გლადბახი“).
ნახევარმცველები: ერიკ მარტელი („კიოლნი“), ანჯელო შტილერი („ჰოფენჰაიმი“), იანიკ კეიტელი („ფრაიბურგი“), ტომ კრაუსი („შალკე 04“), დენის ჰუსეინბასიჩი („კიოლნი“), პატრიკ ოსტერჰაგე („ბოხუმი“).
თავდამსხმელები: ნოა ვაისჰაუპტი („ფრაიბურგი“), ფარიდე ალიდუ („აინტრახტი“), კევინ შადე („ბრენტფორდი“), ანსგარ კნაუფი („აინტრახტი“), იან ტიელმანი („კიოლნი“), იუსუფა მუკოკო („დორტმუნდი“), ჯესიკ ნგანკამი („ჰერტა“), ნელსონ ვაიპერი („მაინცი“).
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. გერმანიის ნაკრები სადებიუტო შეხვედრას 22 ივნისს, ქუთაისში ისრაელთან გამართავს, 25 ივნისს ბათუმში – ჩეხეთს შეხვდება, ხოლო 28 ივნისს, ისევ ბათუმში – ინგლისს. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში გერმანია კვლავ საქართველოში ითამაშებს.